in

ბითაძეს კორონა აქვს: ინდიანა ისევ აგებს

საქართველოს ნაკრებისა და “ინდიანა პეისერსის” ქართველ ცენტრს გოგა ბითაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია “ინდიანას” ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

ინდიანაპოლისელები ახალ 2022 წელს კოვიდაფეთქებით შეხვდნენ. ბითაძის გარდა კორონავირუსი კარის ლევერტს, მალკოლმ ბროგდონს, კრის დუარტეს, ჯერემი ლემბის და აიზეია ჯექსონს აქვთ.

ამ სერიოზული დანაკლისის ფონზე “ინდიანა” “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და მინიმალურად 104:108 დამარცხდა.

ამდენი კალათბურთელის გარეშე დარჩენილ “ინდიანას” დომანტას საბონისმა ულიდერა, რომელსაც ორმაგი დუბლი ჰქონდა – 32 ქულა და 13 მოხსნა.

“პეისერსს” 14 მოგება და 23 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მეტრეველმა მსოფლიოს მეცხრე ჩოგანს სეტი მოუგო, მაგრამ… ბასილაშვილის გარეშე საქართველო პოლონეთთან დამარცხდა

ყველაფერი ქალაქელებისთვის – XXI ტური