ბითაძეს შანსი მისცეს და გოგამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები.
გამთენიისას, ოკეანის გადაღმა NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრა გაიმართა. გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” “გოლდენ სტეიტ უორიორსს” დაუპირისპირდა და ძალიან მძიმე ბრძოლაში, დამატებით დროში 121:117 დამარცხდა.
გოგამ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე გატარებულ 31 წუთში 13 ქულა, 9 მოხსნა და 5 ასისტი მიითვალა. გოგას რამდენიმე ეფექტური მომენტი ჰქონდა, მათ შორის გამოსარჩევის, როდესაც მან სტეფ კარის დაუფარა.
“ინდიანა პეისერსს” 17 მოგება, 29 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. “პეისერსი” მომდევნო შეხვედრას 23 იანვარს, “ფენიქსის” წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings