გამთენიისას, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა გამართა. “პეისერსი” “კლივლენდს” დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 111:102 დაამარცხა.
გუნდის ძირითადი ცენტრის მაილს ტერნერის ტრავმის მიუხედავად, გოგას ამ თამაშში მაინც მცირე სათამაშო დრო მიეცა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა პარკეტზე მხოლოდ 9 წუთი გაატარა და მოედანი უქულოდ დატოვა. ბითაძემ სამჯერ პერიმეტრიდან სცადა ჩაგდება, ერთხელ საშუალო დისტანციიდან, მაგრამ ყველა უშედეგო გამოდგა. გოგამ მხოლოდ 3 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.
სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა დომანტას საბონისს, ლიეტუველი კალათბურთელის ანგარიშზე 21 ქულა, 20 მოხსნა და 9 პასია. „პეისერსიდან“ ორმაგი დუბლი 20 ქულითა და 10 პასით გაიფორმა.
“ინდიანამ“ ამ მოგებით „ვაშინგტონს“ გადაასწრო, რომელიც თავის შეხვედრაში „ატლანტასთან“ დამარცხდა. გოგას გუნდი შემდეგ მატჩს ხვალ, 12 მაისს „ფილადელფიას“ წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings