ორლანდო მეჯიქი აღარ ხუმრობს. ფლორიდულმა გუნდმა ნბა-ს მოქმედი ჩემპიონი და პირველობის ახლაც ერთ-ერთი ფავორიტი ბოსტონ სელტიქსი ორლანდოში 108:104 დაამარცხა. მართალია, ბოსტონელებს მთავარი ლიდერი, ჯეისონ ტეიტუმი აკლდათ, თუმცა ამ მხრივ ორლანდოელებს უფრო უჭირდათ – მთავარი ლიდერი პაოლო ბანკეროსთან ერთად ძმები – ფრიც და მორის ვაგნერები აკლდათ. ეს უკანასკნელი მეჯიქმა სეზონის ბოლომდე, ოპერაციის გამო მოისაკლისა.
მოქმედი ჩემპიონის ძლევა ორლანდოელებმა გუნდურად მოახერხეს. გამოკვეთილად მაღალი შედეგიანობა არავის გამოუჩენია – დროც და ქულებიც ჩვეულებრივზე თანაბრად გადანაწილდა. გოგა ბითაძე კვლავ სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21 წუთი გაატარა. ის ალბათ მეტსაც დაყოფდა მოედანზე, რომ არა დისკვალიფიკაცია. მიზეზი ქართველი და ლატვიელი ცენტრის კონფლიქტი გახდა. ბითაძეს და ბოსტონელ კრისტაფ პორზინგისს ხელდახელ შეხლა მოუხდათ. სერიოზული არაფერი, თუმცა დისკვალიფიკაციისთვის საკმარისი კონფლიქტი იყო.
ბითაძემ ორმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა. გოგამ 8 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. მან 7 ორქულიანიდან 4 გამოიყენა. ყველაზე მეტი- 18 ქულა ტრისტან და სილვამ ჩააგდო, ტრეველინ ქუინის ანგარიშზე კი 17 ქულა დაგროვდა. ბოსტონელთაგან 35 ქულით საუკეთესო ჯეილენ ბრაუნი გახლდათ. დერიკ ვაიტმა და კრისტაფ პორზინგისმა 17-17 ჩააგდეს.
GIPHY App Key not set. Please check settings