in

ბითაძემ ისევ სასტარტოში დაიწყო და 7 ქულა მიითვალა

გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” გამთენიისას მორიგი შეხვედრა გამართა და “მინესოტასთან” 120:129 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი ინდიანაპოლისელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და პარკეტზე 19 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში გოგამ 7 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა.

“ინდიანა პეისერს” ზედიზედ მეექვსედ დამარცხა. ბითაძისს გუნდს 19 მოგება და 39 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა.

“ინდიანა” მომდევნო შეხვედრას 17 თებერვალს. “მილუოკი ბაქსის” წინააღმდეგ ჩაატარებს. ასე რომ, დიდი ალბათობით მორიგი ქართული დუელი გველის – მამუკელაშვილი ბითაძის წინააღმდეგ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ერთი მანჩესტერი ბევრს იგებს, მეორე საერთოდ ვერა – XXV ტური

ქართველი სამბისტების 10 მედალი მინსკის ევროპის თასზე