in

ბითაძემ ისევ ორმაგი დუბლი გააკეთა, ორლანდომ ზედიზედ მეოთხე მოიგო

გოგა ბითაძე მშვენივრად თამაშს განაგრძობს, ისევე როგორც მისი გუნდი. „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად მეტოქე გოგას ყოფილი კლუბი „ინდიანა პეისერსი“ იყო, რომელიც „მეჯიქმა“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა – 94:90.

სასიხარულოა, რომ ქართველი კვლავ სასტარტო ხუთეულში იყო და მესამე ორმაგი დუბლი ჩაიწერა: 12 ქულა, 12 მოხსნა.
გოგამ 28 წუთი ითამაშა, 7-დან 6 ორქულიანი ჩააგდო და 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარებაც მიამატა.

„ორლანდოს“ 7 მოგება და 6 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მესამე ადგილზეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენ აქ არაერთ სტუმარს ჩამოვიყვანთ, რათა ნახონ რისი გაკეთება შეიძლება: ფიფას პრეზიდენტის ვიზიტი თბილისში – საქართველოს მსოფლიო უნდა

ქუთაისმა ევროპა მოგებით დაასრულა: დრამა ბოლო წამებზე