გოგა ბითაძის „ორლანდო“ მეჯიქი სტუმრად „მილუოკი ბაქსთან“ დამარცხდა – 109:114.
ეს შეხვედრა NBA-ის შუასასეზონო ტურნირის მეოთხედფინალიც გახლდათ. აღნიშნული შეჯიბრება გასულ წელს შემოიღეს. „ორლანდო“ ტურნირს (NBA-ის თასი) გამოეთიშა.
გოგა სასტარტოში იყო, მოედანზე თითქმის 38 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლი შეასრულა – 12 ქულა, 14 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება.
გოგამ ერთ-ერთ ეპიზოდში ეფექტური მომენტი შემოგვთავაზა და ორგზის საუკეთესო მოთამაშეს, იანის ანტეტოკუნმპოს წინააღმდეგ ულამაზესი ჩატენვა შეასრულა.
27 შეხვედრის შემდეგ „ორლანდოს“ 17 მოგება და 10 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა.
გუნდი მორიგ შეხვედრას 20 დეკემბერს, “ოკლაჰომა სითი თანდერის” წინააღდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings