“ბეშიქთაშს” კვლავ სურს საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, ზურიკო დავითაშვილის გადაბირება. თურქული გრანდი ამ ტრანსფერის განხორციელებას ზაფხულშიც ცდილობდა, თუმცა მაშინ ეს საქმე არ გამოვიდა – დავითაშვილის ამჟამინდელმა კლუბმა, “სენტ ეტიენმა”, დიდი თანხა მოითხოვა.
თურქული “ფოტომაჩის” ცნობით, ახლო წარსულში ცნობილი თურქი ფეხბურთელის, სერგენ იალჩინის გაწვრთნილი კლუბის ხელმძღვანელობა მალე დავითაშვილის საკითხს სერიოზულად მოუბრუნდება – “ბეშიქთაში” მარცხენა გარემარბის პოზიციაზე აპირებს გაძლიერებას.
ზურიკო შესანიშნავ ფორმაშია. “სენტ ეტიენის” შემადგენლობაში მან 8 მატჩში 4 გოლი შეაგდო და ფრანგულ კლუბში აშკარა ლიდერია.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings