ქართული რაგბისთვის გამორჩეული წელი რომ იყო და დავით ნინიაშვილმაც აალაპარაკა მთელი მსოფლიო ესეც ყველამ ვიცით, მაგრამ რაგბიში ნამდვილად საოცარი თაობა მოგვდის.
20 წლის ქართველი მესამეხაზელი ბექა შვანგირაძე ავტორიტეტულმა სარაგბო გამოცემა Midi olimpique-მა პრო დ2-ის (საფრანგეთის მეორე დივიზიონი) აღმოჩენებს შორის დაასახელა.
ბექა შვანგირაძე “ორიაკის” შემადგენლობაში თამაშობს. მან მიმდინარე სეზონში ფრანგული გუნდის შემადგენლობაში 13 შეხვედრა ჩაატარა და 3 ლელო მიითვალა.
შარშან ბექა “ორიაკის” ესპუარების შემადგენლობაში საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, წელს კი, ძირითადი გუნდის შეუცვლელი წევრი გახდა.
GIPHY App Key not set. Please check settings