in ,

ბექა ქურდაძე: ჯერ ყველაფერი წინაა, სიუპრიზს ბევრს შევთავაზებთ

Crystabet ეროვნულ ლიგაში ბევრი გამორჩეული მეკარეა. აგერ, გიორგი მამარდაშვილი 1 მილიონ ევროდ ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს “ვალენსიას” მიყავს. მის გარდა, სხვებსაც დიდი ნიჭ აქვთ. ერთ-ერთი მათგანი “სამტრედიას” მეკარე ბექა ქურდაძეა. იმერელთა კარის დარაჯმა ბოლო შეხვედრებში დაიმკვიდრა თავი გუნდის ძირითად შემადგენლობაში და გამორჩეული მოთამაშეც გახლდათ. ბოლო შეხვედრაში, გორის “დილას” წინააღმდეგ, ქურდაძემ რამდენიმე ე.წ. “მკვდარი ბურთის” მოგერიება შეძლო და გუნდს მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა.

წარმატებული თამაშების შემდეგ, Sport4me.ge ბექა ქურდაძეს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

ბექა, ბოლო ტურებში “სამტრედიას” ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ წევრად იქეცით და კარგი მატჩებიც ჩაატარეთ. თქვენს გვარს ამართლებთ და მეტოქის თავდამსხმელებს გოლებს “პარავთ”

ბედნიერი ვარ, რომ თამაშის საშუალება მომეცა და ბოლო მატჩებში ძირითად შემადგენლობაში ვიყავი. მუდმივად ვცდილობ უფრო განვითარდე და სხვადასხვა სათამაშო აქპექტები გავაუმჯობესო. ჩემი და გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ცუდი სტარტის შემდეგ, მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ, მაგრამ ეს ჯერ არაფერს არ ნიშნავს, მეც და გუნდმაც უნდა გავაგრძელოთ განვითარება.

“სამტრედიამ” სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო და საწყის ხუთ შეხვედრაში დამარცხდა, მაგრამ ახლა თითქოს გუნდმა მოახერხა თავისი თამაშის პოვნა.

სწორედ აღნიშნეთ, ბოლო ტურებში გუნდი ათამაშდა. ეს ბევრი რამით იყო გამოწვეული. უმთავრესი ისაა, რომ გუნდი გვიან შეიკრიბა, შეკრებაც არ გაგვივლია და თავიდან მწვრთნელი ფეხბურთელების დაკვირვების ქვეშ იყო და ამან გარკვეულწილად შედეგებზეც იქონია გავლენა. ბოლო ტურებში, უფრო გამართულ ფეხბურთს ვთამაშობთ, მაგრამ ეს არაა ჩვენი მაქსიმუმი. ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი შეგვიძლია.

თქვენც ახსენეთ, რომ ჩაგდებული პირველი წრის შემდეგ, “სამტრედიამ” ბოლოსკენ გამართული ფეხბურთის თამაში დაიწყო. როგორ ფიქრობთ, წელს რა იქნება ამ გუნდის მაქსიმუმი?

განვლილი ტურებით თუ ვიმსჯელებთ მიზანი და პროგრამა მინიმუმი ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, მაგრამ ჩვენი ჩემპიონატი სიურპრიზებითაა სავსე და ჯერ არაფერია გამორიცხული. მაღალი ადგილებისთვის ბრძოლაც არაა გვიანი, რადგან ჩვენს გუნდს ბევრისთვის შეუძლია სიურპიზების შეთავაზება და “სამტრედიასთან” ადვილი მატჩი არავის ექნება.

ბოლოს, სამტრედიელ გულშემატკივრებზეც მინდა გკითხო. ამ ქალაქში განსაკუთრებულად უყვართ ფეხბურთი და ყოველ თამაშზე კარგი ქომაგობაა.

“სამტრედიას” შემადგენლობაში პირველად რომ ვითამაშე სამტრედიელი გულლშემატკივრისგან საოცარი მუხტი მოდიოდა და შეუძლებელია ამან ფეხბურთელს დამატებითი მოტივაცია არ მოგცეს. ამ ქალაქში ფეხბურთი სიგიჟემდე უყვართ და ჩვენ ყველაფერს ვეცდებით ისინი ბევრჯერ გავახაროთ.

ფოტო: ნინი თვალაბეიშვილი

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დინამოების თამაშს მაყურებელი დაესწრება: ბილეთი = საშვს

კვოტირებული შავი: ლემანმა რასისტული შეტყობინება იმას გაუგზავნა, ვიზეც წერდა – ის ჰერტადან გაუშვეს