ტოპ 14-ის მეშვიდე ტურის სიმბოლურ გუნდში, რომელიც ცნობილმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემამ “რაგბირამამ” შეადგინა, საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ბექა საღინაძე მოხვდა.
“ლიონი” კვირას “სტად ჟერლანზე” საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონს “ტულუზს” დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 25:19 აჯობა. ბექა საღინაძე ლიონელთა ძირითად შემადგენლობაში გახლდათ, რომელმაც 70 წუთის განმავლობაში ჩინებულად იასპარეზა და მე-15 წუთზე, როგორც “ლიონის” რიგებში, ასევე ტოპ 14-ში სადებიუტო ლელო მიითვალა.
“ლიონი” 21 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და ლიდერე “ტულუზს” ხუთი ქულით ჩამორჩება.
GIPHY App Key not set. Please check settings