24 წლის ქართველი ფეხბურთელი ბექა მიქელთა, რომელიც ავსტრალიური “ნიუკალს ჯეტსის” ღირსებას იცავს, სეზონის ბოლოს კლუბმა გარჯა დაუფასა და რამდენიმე ნომინაციაში დააჯილდოვა.
ქართველი ფეხბურთელი განვლილი სეზონის “ნიუკალ ჯეტსის” საუკეთესო ფეხბურთელად, ოქროს ბუცის მფლობელად და კრეიგ ჯონსტონის მედლის მფლობელი გახდა.
მიქელთაძემ ავსტრალიის ჩემპიონატის განვლის სეზონში ჩატარებულ 24 მატჩში 13 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა, რითაც ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გავიდა.
მიქელთაძის კარგი თამაში “ნიუკასლ ჯეტსისთვის” საკმარისი არ აღმოჩნდა. გუნდმა ჩემპიონატში მეცხრე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში გასვლა ვერ მოახერხა.
GIPHY App Key not set. Please check settings