24 წლის ქართველი ცენტრალური თავდამდამსხმელი ბექა მიქელთაძე, რომელიც ავსტრალიის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის კლუბ “ნიუკასლ ჯეტში” ირჯება, გუნდის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
მიქელთაძე გუნდის გულშემატკივრებმა გამოარჩიეს.
ქართველმა თავდამსხმელმა დეკემბერში “ჯეტსის” მაისურით 5 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, ბექას 9 ე.წ. “საკვანძო პასი და 1 ასისტი აქვს.
“ჯეტსს” ავსტრალიის A ლიგის 5 ტურში ერთადერთი გამარჯვება აქვს და 5 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება, ნიუკასლელები მომდევნო შეხვედრას 15 იანვარს სტუმრად “სენტრალ ქოასთ მარინერსთან” ჩაატარებენ.
GIPHY App Key not set. Please check settings