in

ბექა ბურჯანაძის ლიდერობით ლეიმა კორუნამ ბარსელონა დაამარცხა – ვიდეო

ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩში დიდებულად ითამაშა ლეიმა კორუნამ, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ბექა ბურჯანაძე იცავს. ქართველი ფორვარდის ლიდერობით კორუნელებმა კატალონიური გრანდი, ბარსელონა დაამარცხეს და ესპანეთის უმაღლეს ლიგაში დასარჩენად შანსები გაიძლიერეს.

ბექამ მოედანზე 29:11 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 5-დან 4 ორქულიანი, 1-დან ერთი სამქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო სროლა ჩააგდო. ლეიმა კორუნას კუბელმა იუნიო ბარუეტამ 20 ქულითა და 6 მოხსნით ულიდერა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 57:45 მოიგეს, თუმცა ბარსელონამ ბოლო პერიოდში სიტუაცია გამოასწორა და მოგებაც შეეძლო, მაგრამ ბურჯანაძის კლუბმა მაინც გაიმარჯვა და ბარსელონა ისტორიაში პირველად დაამარცხა.

ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი კორუნელ ტეილორს ჰქონდა,რომელმაც სარგებლიანობის უმაღლესი კოეფიციენტი (27) დააფიქსირა. მასზე ოდნავ ნაკლები – 26 დაუგროვდა ბექა ბურჯანაძეს, რომლის ბრძოლისუნარიანობით კორუნელებმა გადამწყვეტ წუთებში და მანამდეს, კარგად იხეირეს.

გამარჯვების მიუხედავად ლეიმა კორუნას უმაღლეს ლიგაში დასარჩენი ამოცანა რთულია. ბურჯანაის გუნდს მხოლოდ 7 გამარჯვება აქვს და დარჩენილი ოთხივე მეტოქის დამარცხება მართებთ. დარჩენილ 4 ტურში ლეიმა კორუნას მეტოქეები იქნებიან – ბილბაო, ანდორა, მურსია და ბასკონია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო აქაც ევროპაა: ხელბურთელებმა მოიგეს და ზედიზედ მეორედ ევროპაზე გავიდნენ

უეფამ ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა