in

ბექა ბურჯანაძე ლიგა ენდესას ტურის სამ საუკეთესო კალათბურთელს შორის მოხვდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური “ბეტისის” მძიმე ფორვარდი ბექა ბურჯანაძე ესპანეთის “ლიგა ენდესას” მერვე ტურის სამ საუკეთესო კალათბურთელს შორის მოხვდა. ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა ACB.COM-მა ტურში სამი მოთამაშე – კლემენ პრეპელიჩი, კაილ ვილჯერი და ბექა ბურჯანაძე დაასახელა.

შეგახსენებთ, გასულ ტურში “ბეტისმა” “ვალენსია” 84:81 დაამარცხა. ბურჯანაძემ 18 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა მიითვალა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი +19-ს გაუტოლდა.

ბურჯანაძემ “ლიგა ენდესას” ბოლო ორ ტურში ჯამში 31 ქულა ჩააგდო და აშკარაა, რომ სასურველ ფორმაში შედის, რაც კარგი ამბავი უნდა იყოს საქართველოს ნაკრებისთვის. შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის შეგირდები ნოემბრის ბოლოს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაებმებიან და მეტოქეებად უკრაინა და ესპანეთი ეყოლებათ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინმა ვარჯიში განაახლა-გიორგი ინდივიდუალურად ვარჯიშობს

მამუკელაშვილის 5 ქულა 5 წუთში და გამარჯვება დეტროიტთან