საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ბექა ბურჯანაძემ კონტრაქტი გააფორმა „რეჯო ემილიასთან“. ამ კლუბში თუ გახსოვთ სამიოდე წლის წინ მასში თამაშობდა საქართველოს ნაკრების ყოფილი უკანახაზელი მანუჩარ მარკოიშვილი.
„რეჯო ემილია“ იტალიის სერია A-ში 6 ტურის შემდეგ 2 მოგებით მე-11 ადგილზეა.
ბექა ბურჯანაძე, მოგეხსენებათ, გასულ სეზონში სევილიის „ბეტისში“ თამაშობდა. მას კარიერის დიდი ნაწილი სწორედ ესპანეთში აქვს გატარებული.
ბექამ „რეჯო ემილიაში“ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.
ჩემპიონატში “რეჯო ემილია” 19 ნოემბერს „ვერონას“ ეთამაშება, ხოლო 22 ნოემბერს – ჩემპიონთა ლიგაზე თურქულ „პინარს“. იმედია, ბექას ამ შეხვედრებში უკვე ვიხილავთ.
GIPHY App Key not set. Please check settings