ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნა” ესპანეთის უმაღლესი ლიგის წევრია. ლაკორუნიულმა გუნდმა რანგით მე-2 ლიგა LEB Oro-ში პირველი ადგილი გაინაღდა, რითაც ელიტარული ლიგის საგზური მოიპოვა.
ტურნირის ბოლო, 33-ე ტურში ლეიმა ბასკეტს სტუმრად “მელილასთან” ჰქონდა მატჩი, რომლის გამარჯვების შემთხვევაში პირველობას ინაღდებდა. ბურჯანაძის გუნდმა მთელი სეზონის განმავლობაში ნაწვალები წყალში არ ჩაყარა, მთელი შეხვედრა მობილიზებულად ითამაშა და გამარჯვება მოიპოვა – 80:74.
ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 16:10 წუთი გაატარა. ამ დროში მან 6 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ბექამ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოებშიც იდენტური მაჩვენებელი ჰქონდა, 5 სამქულიანი კი ააცილა.
GIPHY App Key not set. Please check settings