ავსტრიის ქალაქ ობერვარტში მიმდინარე ძიუდოს ევროპის „ღია თასზე“ ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) ერთწლიანი პაუზის შემდეგ ტატამზე დაბრუნდა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ბექაურმა ფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჰიდ ბორჩაშვილი დაამარცხა.
ბექაურმა ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო და დაამარცხა მონტენეგროს წარმომადგენელი ნოვი რაიკევიჩი, უნგრელი როლანდ გოზი, ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილი.
ბექაურის გარდა, მეორე ქართველმა ვლადიმერ ახალკაცმაც (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალში ფრანგ ჩილარდს სძლია.
მანამდე კი ახალკაცმა დაამარცხა ავსტრიის სახელით მოასპარეზე მაგამედ ბორჩაშვილი, შვეიცარიელი ლუკას ვიტვერი, დიდ ბრიტანელი ლაჩლანდ მორჰედი, სლოვაკი ალექს ბარტო.
ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს გიორგი თუთაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
GIPHY App Key not set. Please check settings