in

ბერნარდ ლაპორტი: რაგბი 10 ქვეყნის თამაში არაა და საქართველო ამის კარგი მაგალითია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტ-სერიის პირველი მატჩი ბორდოში საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და 15:41 დამარცხდა. “ბორჯღალოსნების” რიგებში ლელოები ვასილ ლობჟანიძემ და აკაკი ტაბუცაძემ გაიტანეს. ერთი საჯარიმო დარტყმა დავით ნინიაშვილმა გაიტანა, ერთი ლელო კი თედო აბჟანდაძემ გარდასახა.

ღირსეულად ვიბრძოლეთ, მაგრამ კლასში სხვაობა დიდია:საქართველო საფრანგეთთან დამარცხდა

მერაბ შარიქაძე: ვცდილობთ 100%-ით დავიხარჯოთ და ამ დროს მსაჯი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს

აღნიშნული მატჩის შემდეგ, “ბორჯღალოსნების” შესახებ მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა ბერნარდ ლაპორტმა ისაუბრა.

“დიდი მადლობა ქართველებს ასეთი კარგი თამაშისა და ძლიერი წინააღმდეგობისთვის. მათი თამაში ერთი სიტყვით ფასდება – bravo. მე ვამბობ, რომ რაგბი მხოლოდ 10 ქვეყნის თამაში არ არის და საქართველო ამის დასტურია“

შეგახსენებთ, საქართველოს მორაგბეა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტ-სერიის მეორე შეხვედრას 20 ნოემბერს ესპანეთში ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სერბეთის ღირსეული საქციელი: პრემიალური 1 მილიონი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ჩაერიცხება

Marca: ინგლისთან მამარდაშვილს ბევრი სამუშაო ექნება და ეს მისი კარიერისთვის აუცილებელია