in

ბერნაბეუს მადრიდისთვის დაუჯერებელი თანხები მოაქვს: აი რა ფულზეა საუბარი

მადრიდელებმა თავიანთი საშინაო სტადიონი, „სანტიაგო ბერნაბეუ“ ფულის საჭრელ მანქანად აქციეს. Marca-ს ცნობით, არენის წლიური შემოსავალი დაახლოებით 307 მილიონი ევრო იყო.

თანხა შეიძლება გაიზარდოს 354 მილიონამდე, რადგან სტადიონი სრული დატვირთვით არ მუშაობდა. წყაროს ცნობით, ეს გახლავთ დაახლოებით 1 მილიონი ევრო დღეში, რაც კლუბის მთლიანი 1,12 მილიარდ ევროიანი შემოსავლის 29% შეადგენს.

ასეთ შთამბეჭდავ მაჩვენებლებს მიაღწიეს გარკვეული წარუმატებლობის მიუხედავად, როგორიცაა კონცერტების გაუქმება, მეტი მოთხოვნა აბონემენტებზეე, ვიდრე გასაყიდი ადგილებია და Sky Bernabeu (არენას სახურავზე რესტორნის არარსებობა). მას ექნება 200 ექსკლუზიური ადგილი და წლიური ფასი… 50 ათასი. ეს კიდევ დაახლოებით 10 მილიონიანი შემოსავალია.

Marca-ს გამოთვლებით, ლა ლიგის 19 მატჩი და მინიმუმ 6 ჩემპიონთა ლიგაზე (კოპა დელ რეის, ესპანეთის სუპერთასის და სხვა ტურნირების გამოკლებით) დაახლოებით 10 მილიონ ევროს მოუტანს თითოეული თამაში.

საიდან მოდის ეს ციფრები? ბილეთების ფასი გაიზარდა, გაჩნდა უფრო ძვირი VIP ზონები, ადგილები, რომლებშიც დიდი ხნით ადრე იყიდება 230 ათას ევროდ. კლუბმა სტადიონის ყველაზე ძვირადღირებული ადგილებიდან შემოსავალი დაითვალა და 83 მილიონი ევრო მიიღო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ გაყიდა სარფიანად: კლუბები, რომლებმაც ფეხბურთელების გაშვებით დიდი ფული იშოვეს

ვადარებთ მესის და რონალდოს შედეგიანობას წლების მიხედვით: 14 წლის სტატისტიკა