გიორგი ბერიაშვილი ძიუდოში პორტუგალიის გრანპრის ბრინჯაოს პრიზიორია.
გადამწყვეტ შეხვედრაში ხორვატ კუმრიჩს ჯერ ვაზარი აართვა და იქვე შებოჭვაზეც მოაყოლა.
აღნიშნულ ტურნირზე ეს საქართველოს ნაკრების ერთადერთი მედალი იყო.
საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიაში შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა.
-66კგ – თენგო ზირაქაშვილი, საბა კაპანაძე,
-73კგ – გიორგი ტერაშვილი,
-81კგ – დიმიტრი გოჩილაიძე, გიორგი შერაზადიშვილი,
-90კგ – იმედა გოგოლაძე,
-100კგ – გიორგი ბერიაშვილი, ომარ საური.
GIPHY App Key not set. Please check settings