Biz-ი სატრანსფერო ექსპერტის ეკრემ კონურის ინფორმაციის მიხედვით იტყობინება, რომ „ბენფიკამ“ „სენტ-ეტიენს“ ზურიკო დავითაშვილის შესახებ ოფიციალური წინადადებით მიმართა.
აღნიშნულია, რომ კარგი ასპარეზობის გამო დავითაშვილის მიმართ ინტერესი სწრაფად იზრდება, ლისაბონურმა კლუბმა, რომლის მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა, „სენტ-ეტიენს“ 8 მილიონი შესთავაზა, მაგრამ უარი მიღო. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგული კლუბი 25 მილიონზე ნაკლებად ვერ შეელევა.
ზურიკოს შეძენის სურვილი აგრეთვე „ლილს“, „მონაკოს“, „ევერტონს“, „ფენერბაჰჩეს“ და „ბეშიქთაშს“ აქვთ.
ქართველს საზარდულის ტრავმის გამო 17 იანვარს „კლერმონთან“ და 24 იანვარს „რეიმსთან“ მატჩების გამოტოვება მოუწევს. გუნდის მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა განაცხადა, რომ მისი დაზიანება სერიოზული არაა, მაგრამ მომავალ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
sportall.ge


GIPHY App Key not set. Please check settings