ოქროს ბურთის მოქმედი მფლობელი, კარიმ ბენზემა მუნდიალს ნაადრევად დაემშვიდობა. ტრავმა რომ ჰქონდა ეს, დადასტურებულად ვიცით, თუმცა შემდეგ ისიც დაიწერა, რომ ბენზემას წასვლის შემდეგ ნაკრებში ატმოსფერო მშვენივრად შეიცვალა და ბოლოს ბენზემა მადრიდში გაემგზავრა.
ინგლისის ნაკრების დამარცხების შემდეგ კი კარიმმა თვითერზე პოსტი გამოქვეყნა:
“თითქმის შევასრულეთ! 2 მატჩიც და ყველაფერი დასრულებულია. VAMONOS!”.
საფრანგეთის ნაკრები 1/2 ფინალურ მატჩს ოთხშაბათს, მაროკოს წინააღმდეგ ჩაატარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings