in

ბენზემა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია: ვის მისცეს დანარჩენი პრიზები

კარიმ ბენზემა ევროპაში საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ფრანგი საუკეთესოდ აღიარა იტალიურმა გამოცემა Tuttosport-მა, რომელმაც მანამდე „ბარსელონას“ ნახევარმცველ გავის Golden Boy-ის პრიზი არგუნა.

ტურინულმა გამოცემამ სხვა პრიზებიც ჩამოარიგა.

როგორც ვთქვით, ბენზემა ევროპის 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

„რეალის“ თავკაცი კარლო ანჩელოტი და „რომას“ დამრიგებელი ჟოზე მოურინიო ევროპის საუკეთესო მწვრთნელებად დაასახელეს.

ფლორენტინო პერესი „რეალიდან“ საუკეთესო პრეზიდენტია, „მილანის“ ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი – საუკეთესო მენეჯერი. რაფაელა პიმენტა, რომელმაც ცხონებული მინო რაიოლას საქმეები გადაიბარა, საუკეთესო აგენტია.

„მილანისა“ და უკრაინის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა ანდრეი შევჩენკომ მიიღო პრიზი Golden Boy Career Award მთელი კარიერის გამო.

„იუვენტუსის“ ყოფილ მცველს ჯორჯო კიელინის მისცეს გაეტანო შირეას სახელობის პრემია ფეირ-პლეისთვის.

საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დაასახელეს „ოქროს ბურთის“ მფლობელი, „ბარსელონელი“ ალეკსია პუტელიასი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ლამაზი გოლი ავსტრალიაში, ლამაზი პასი სლოვაკეთში – ლეგიონერები

ლაიპციგის დრამა და მოკრძალებული ბერლინის დასასრულის დასაწყისი – XI ტური