in ,

ბენზემას დუბლი და რეალის 1000 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე: ლივერპულმა და აიაქსმა პლეი-ოფი გაინაღდეს – შერიფი ვეღარ შერიფობს

გუშინ, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე(ჩემპიონტა ლიგა) ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა. “ლივერპულმა” და “აიაქსმა” თავიანთი შთამბეჭდავი სვლა ისევ გააგრძელეს, მორიგი მატჩი მოიგეს და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდეს პლეი-ოფის საგზური.

გუშინდელი დღის ცენტრალური მატჩი მაგიუr “ენფილდზე” გაიმართა. იურგენ კლოპის “ლივერპული” დიეგო სიმეონეს მადრიდის “ატლეტიკოს” დაუპირისპირდა და მეორედაც დაამარცხა. მერსისაიდელებმა მეტოქე 2:0 დაამარცხეს. “ლივერპულისგან” გოლები დიეგო ჟოტამ და სადიო მანემ გაიტანეს. საგოლე პასი ორივე შემთხვევაში ტრენტ ალექსანდერ არნოლდმა შეასრულა. მეორე ტაიმში ჟოტამ და სუარესმაც გაიტანეს, მაგრამ ვიდეორეფერმა გააუქმა. “ლივერპულმა” ამ მოგებით ჯგუფში 12 ქულა დააგროვა და 1/8 ფინალში გასვლა გარანტირებული აქვს.

ლივერპული: ალისონი – ალეკსანდერ-არნოლდი (94. ფილიპსი), ვან დეიკი, მატიპი, ციმიკასი – ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ფაბინიო (59. ტიაგო ალკანტარა), ჰენდერსონი – სალაჰი, დიოგო ჟოტა, მანე (46. ფირმინო (75. მინამინო)

ატლეტიკო: ობლაკი – ფელიპე, ხიმენესი, ერმოსო – ტრიპიერი, ა. კორეა (75. სერანო), დე პაული, კოკე (69. კუნია), კარასკო (69. ვრსალიკო) – ლუის სუარესი (59. ერერა), ჟოაო ფელიქსი (59. ლოდი

1:0 ჟოტა (13), 2:0 მანე (21)

“ჩვენი პირველი ამოცანა ჯგუფიდან გასვლა იყო და ეს ორი ტურით ადრე შევძელით. ამას არ ველოდი, მაგრამ ბიჭებმა ეს შეძლეს და თან, აბსოლუტურად დამსახურებულად”-იურგენ კლოპი

პლეი-ოფს მიუახლოვდნენ მანჩესტერ სიტი და პსჟ, მიუხედავად იმისა, რომ პარიზულმა კლუბმა ვერ შეძლო აუტსაიდერი ლაიპციგის დამარცხება – 2:2.

94-ე წუთზე სობოსლაის პენალტით გერმანელებმა ჯგუფში პირველი ქულა მოიპოვეს. მანჩესტერ სიტიმ დიდი ანგარიშით დაამარცხა ბრიუგე, რაც მოსალოდნელი იყო.







“დორტმუნდს” მატჩის დასაწყისშივე გაუძევეს ჰუმელსი. მიუხედავად ამისა, ბორუსია თავიდან დაწინაურდა, მაგრამ მეორე ტაიმში აიაქსმა მაინც გატეხა 10 კაცით მოთამაშე დორტმუნდი – 1:3. აიაქსს 12 ქულა აქვს და პლეი-ოფშია.

გოლები: 1:0 როისი (36-პენალტი), 1:1 ტადიჩი (72), 1:2 ალერი (83), 1:3 კლაასენი (93)

მადრიდის “რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” დონეცკის “სახტარს” უმასპინძლა და კარიმ ბენზემას დუბლით 2:1 დაამარცხა. ბენზემამ მატჩში მადრიდის რეალის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე მე-1000 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ მადრიდის “რეალი” ისტორიაში პირველი საფეხბურთო კლუბია, რომელმაც ამ ტურნირზე 1000 გოლი გაიტანა.

1:0 ბენზემა (14), 1:1 ფერნანდო (39), 2:1 ბენზემა (61)

მილანმა “სან სიროზე” პორტუს უმასპინძლა და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი ქულა მოიპოვა. “მილანმა” “პორტუს” უმასპინძლა და 1:1 ითამაშა.

ტაიმი სტუმრებმა ლუიშ დიაშის გოლით მოიგეს, რომელმაც გრუიჩის პასით ისარგებლა. 61-ე წუთზე მილანმა პორტუს მცველის ავტოგოლის წყალობით გაათანაბრა 1:1. ეს მილანის პირველი ქულაა ჩემპიონთა ლიგაზე, პორტუს 5 ქულა აქვვს.

გოლები: 0:1 ლუიშ დიაში (6), 1:1 მბემბა (61. ავტოგოლი)

ჩემპიონთა ლიგა

დორტმუნდი-აიაქსი 1:3

1:0 როისი (36-პენალტი), 1:1 ტადიჩი (72), 1:2 ალერი (83), 1:3 კლაასენი (93)

ლივერპული-ატლეტიკო 2:0

1:0 ჟოტა (13), 2:0 მანე (21)

სიტი-ბრიუგე 4:1

1:0 ფოდენი (15), 1:1 სტოუნსი (17-ავტოგოლი), 2:1 მაჰრეზი (54), 3:1 სტერლინგი (72), 4:1 გაბრიელ ჟეზუში (92)

ლაიფციგი-პსჟ 2:2

1:0 ნკუნკუ (8), 1:1 ვეინალდუმი (21), 1:2 ვეინალდუმი (39), 2:2 სობოსლაი (92-პენალტი)

შერიფი-ინტერი 1:3

0:1 ბროზოვიჩი (54), 0:2 შკრინიარი (66), 0:3 ა. სანჩესი (82), 1:3 ა. ტრაორე (92)

სპორტინგი-ბეშიქთაში 4:0

1:0 გონსალვეში (31), 2:0 გონსალვეში (38), 3:0 პაულინიო (41), 4:0 სარაბია (56)

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რატომ გეწოდა ენფილდი: 13 ფაქტი ლივერპულზე, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ

ლევან კორღალიძე საბურთალოში დაბრუნდა