in

ბელინგემი ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს: რეალს ჯილდოებზე ალერგია დაემართა

გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად Marca-მა ჯუდ ბელინგემი დაასახელა. ცხადია საუბარია ლა ლიგაზე.

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ალფრედო დი სტეფანოს სახელობის ტროფეი მიიღო.

2023/24 წლების სეზონში ბელინგემმა ჩემპიონატში 28 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 19 გოლი და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ინგლისელი ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ბომბარდირი გახდა.

ბელინგემი არ დასწრებია დაჯილდოების ცერემონიას, ისევე როგორც რამდენიმე სხვა დაჯილდოვებული.

Marca-ს ხელმძღვანელმა ჯუდ ბელინგემის ჯილდოზე კომენტარი გააკეთა.
“მადრიდის “რეალს” მოულოდნელად ალერგია აქვს ჯილდოებზე, რაც სულ უფრო ნაკლებად მესმის”, – თქვა Marca-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ხუან იგნასიო გალიარდომ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის “რეალის” დელეგაციამ ბოიკოტი გამოუცხადა “ოქროს ბურთის” ცერემონიას, როდესაც კლუბი მიხვდა, რომ პრიზს მადრიდელი ფეხბურთელი არ მიიღებდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უკრაინა საქართველოსთვის თურქეთში ჩავიდა: ბელეკში მატარებლით და 15-ში ბათუმში

21-ე საუკუნის საუკეთესო მეკარე ბუფონია