ახლახან ჯუდ ბელინგემმა პირველად გაიტანა „რეალში“ პენალტით. ინგლისელმა „ალმერიას“ კარი აიღო და ეს მისი პირველი გოლია 17 დეკემბრის შემდეგ.
სულ ბელინგემს 18 გოლი და 7 საგოლე პასი აქვს „რეალის“ 26 მატჩში. ის ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია 14 გოლით.
ამასობაში კილიან მბაპე განაგრძობს გოლების გატანის სერიას. პსჟ-ს ფორვარდმა თასზე ორჯერ გაუტანა მე-3 დივიზიონის „ორლეანს“.
25 წლის ფრანგმა ზედიზედ მე-6 შეხვედრაში გაიტანა. ამ დროში მის ანგარიშზე 10 გოლია.
ბუქმეკერები ამ ორი მოთამაშის შანსებს „ოქროს ბურთზე“ თითქმის თანაბრად აფასებენ. ოდნავ ქვენოთ არიან ჰოლანდი და კეინი. სიაში კი ისევ არის ლეო მესი, რამაც დიდი გაკვირვება გამოიწვია. მართლაც და რა შუაშია?
GIPHY App Key not set. Please check settings