რამდენიმე დღის წინ ქართულმა ფეისბუქგვერდმა – 90 წუთი/90 mim – ექსკლუზიურად დაწერა, რომ 8 სექტემბერს ბელარუსის 21-წლამდელთა ნაკრები ავსტრიასთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩს (I ჯგუფი, III ტური) გორის “თენგიზ ბურჯანაძეზე” ჩაატარებდა…
ვიცით, რომ სანქციების გამო, როგორც რუსეთის (რომელიც უეფა-ს და ფიფა-ს ეგიდით გასამართი ყველა ტურნირიდან ჩახსნილია) მეგობარი ქვეყანა, ბელარუსის ნაკრები გუნდები და კლუბები საშინაო მატჩებს ნეიტრალურ მოედანზე მართავენ.
ამჯერად, 21-წლამდელთა საშინაო მატჩისთვის შერჩეულია საქართველო, კერძოდ – გორი. საინტერესო იქნებოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მესვეურთა განმარტება ამ თემასთან დაკავშირებით – რა დამსახურებით დაგვდო პატივი ბელარუსმა, რა სახის გარიგება დაიდო და ვის რა შემოსავალს მოუტანს სტადიონის გაქირავება?
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings