in

ბეკენბაუერი გარდაიცვალა

Obit Franz Beckenbauer Soccer

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ფრანც ბეკენბაუერი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იგი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი გერმანელი ფეხბურთელი იყო ქვეყნის ისტორიაში.

ბეკენბაუერი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი იყო, „ბაიერნის“ შემადგენლობაში სამჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი.

1972 წელს დასავლეთ გერმანიის ნაკრებთან ერთად მოიგო ევროპის ჩემპიონატი და კაპიტანი იყო 1974 წელს, როცა მსოფლიო თასი აღმართა.

1990 წელს ეს მეორედაც გააკეთა, ოღონდ, უკვე გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში და ერთ-ერთია იმ სამ კაცში (მარიო ზაგალოსა და დიდიე დეშამთან ერთად), ვისაც მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთელობის დროსაც მოუგია და მწვრთნელსაც.

1972 და 1976 წლებში გაიმარჯვა „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვაში და მოიპოვა „ოქროს ბურთი“.

მან ყველა ტურნირზე 620 მატჩში 74 გოლი გაიტანა და 75 საგოლე პასი გააკეთა, გერმანიის ნაკრებში კი მის ანგარიშზე 103 მატჩში 14 გოლია.

„კაიზერ ფრანცი“ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მიიჩნევა. ხშირად მოიხსენიება ფეხბურთელად, რომელმაც ლიბეროს პოზიცია „მოიგონა“.

1966 წლის მუნდიალზე გამოჩნდა პირველად და მაშინვე აალაპარაკა საფეხბურთო სამყარო. ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აჩვენა თუ როგორ უნდა ერთვებოდეს ცენტრალური მცველი შეტევებში და აგვირგვინებდეს კიდეც.

უკანასკნელ წლებში ბეკენბაუერს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, გადაიტანა ინფარქტი, გულზე ოპერაცია გაუკეთეს და პარკინსონის დაავადება ჰქონდა.

როგორც “შპიგელი” ახლობლებზე დაყრდნობით წერს, ბეკენბაუერი ძილში გარდაიცვალა კვირას. ის ოჯახის წევრების გარემოცვაში იყო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საბერძნეთთანაც წავაგეთ, ბოლოზე გავედით, მაგრამ მერვედფინალში მაინც ვართ

არაბეთში შესვენებაა, მაგრამ რონალდო მაინც ვარჯიშობს: ფოტო