საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევის მეორე მატჩში სტუმრად 3 ქულა აიღო და შედეგი თავისთავად მისაღებია. თამაშამდე ჩვენი მწვრთნელი ამბობდა, კვიპროსთან მოგების გარდა ნებისმიერი შედეგი წარუმატებლობა იქნებაო და მართალიც იყო. კარგია, რომ შედეგი დაიდო, თუმცა ეს დამაჯერებელი თამაშით არ მომხდარა და ამაში თავად მწვრთნელიც თანხმდება.
არ გვეკუთნოდა: საქართველომ კვიპროსი მაინც დაამარცხა
ვილი სანიოლი:
„ძალიან ახალგაზრდა გუნდი გვყავს. ბევრი ფეხბურთელი ჯერ კიდევ სწავლობს, თუ რას ნიშნავს მაღალი დონის მატჩები. ეს შეხვედრა კარგი გაკვეთილი იყო. რა თქმა უნდა, გამარჯვებით ბედნიერები ვართ, მაგრამ ბევრი რამ კარგად არ გაგვიკეთებია. ფეხბურთელებთან ამის შესახებ საუბარი მექნება. ვეცდები ავუხსნა, რა იყო დადებითი, რა იყო უარყოფითი. ეს საკვალიფიკაციო ეტაპია და ბოლოს მთავარი ქულებია, თუმცა გუნდში გვყავს მაღალი დონის ფეხბურთელები და უნდა ვისწავლოთ, რომ მაღალი დონის მატჩებში მნიშვნელოვანია როგორც ბურთით, ისე ბურთის გარეშე თამაში.
ცვლილებებზე ფიქრი მე-60 წუთიდან დავიწყეთ, იყო არადამაკმაყოფილებელი მომენტები და შესაძლებელი იყო, ბევრი რამ გამხდარიყო შესაცვლელი. სწორი გადაწყვეტილების მისაღებად მოცდა ვამჯობინეთ. რა თქმა უნდა, შეგვეძლო ცვლილებები უფრო ადრე გაგვეკეთებინა, მაგრამ ვიგრძენი, რომ მოედანზე მყოფი ფეხბურთელებისთვის კიდევ უფრო მეტი დრო მიგვეცა, რათა სწორი არჩევანი გაგვეკეთებინა.
შოტლანდიამ სამივე მატჩი მოიგო და ჯგუფს ლიდერობს. თუმცა, მომავალ მატჩამდე ჩემს ფეხბურთელებთან კვიპროსთან თამაშის შესახებ უნდა ვისაუბრო. შოტლანდიამ შესანიშნავი ხასიათი აჩვენა განვლილ მატჩებში. ბევრ გუნდს არ შეუძლია ნორვეგიაში გამარჯვება. ასე რომ, ვულოცავ მათ, თუმცა ახლა საქართველო ჩავა შოტლანდიაში“.
GIPHY App Key not set. Please check settings