საქართველოს ნაკრების საწვრთნელი შეკრების დაწყებიდან მეოთხე დღეს სავარჯიშო პროცესში 28 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
26 ფეხბურთელმა სრული დატვირთვით ივარჯიშა. ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან საბა კვერკველია და მამუკა კობახიძე. საწვრთნელი პროცესი კვლავ ვაკო ყაზაიშვილის გარეშე მიმდინარეობს. სამხრეთ კორეის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი საკლუბო მატჩის შემდეგ, თბილისში 29 მაისს ჩამოვა.
ნიკა კვეკვესკირი (საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი):
“სანაკრებო ფეხბურთის ისტორიაში პირველად არის მატჩები ასე ერთმანეთს მიწყობილი. ფაქტობრივად არ გვაქვს დრო აღდგენისთვის.
მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს ეტაპი, რათა კარგად მოვემზადოთ. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ფეხბურთელია შეკრებაზე. 10 დღეში მოგვიწევს ოთხი თამაშის ჩატარება და შეუძლებელია ბევრი კვალიფიციური ფეხბურთელის და ოპტიმალური როტაციის გარეშე წარმატების მიღწევა.
ერთა ლიგის პირველი გათამაშების ჯგუფურმა ეტაპმა გულშემატკივრებს შორის დიდი იმედები გააჩინა და ამ გათამაშების დაწყებამდეც იგივე მიზანს ვისახავთ, რომ მივაღწიოთ წარმატებას და გავიდეთ პლეი ოფში.
იმედი მაქვს, მეტი დანაკლისი არ გვექნება, რადგან თითოეულ ფეხბურთელს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მთავარი მათი ფიზიკური მდგომარეობა და ჯანმრთელობაა”.
GIPHY App Key not set. Please check settings