in

ბევრი არ უთამაშიათ: როგორია კვერნაძის იტალიური დებიუტი – ლეგიონერები

დიდი დრო არ არის დარჩენილი სანაკრებო მატჩებამდე. საქართველო 8 სექტემბერს თბილისში ესპანეთს უმასპინძლებს და ამ უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქართველი ლეგიონერების მზადყოფნას. ვნახოთ, როგორ ითამაშეს ჩვენებმა გასულ ტურში. ძალიან კარგია, რომ კარგ ფორმაშია გიორგი მიქაუატაძე და მამარდაშვილის იმედად ყოფნაც შეიძლება, გიორგიმ არც თუ რთული, მაგრამ მშრალი მატჩი ჩაატარა.

დაიწყო იტალიის ჩემპიონატი და პირველ ტურში ქართველების გუნდები შეხვდნენ – გიორგი კვერნაძის „ფროსინონემ“ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ მიიღო და 1:3 დამარცხდა.
ცნობილი იყო, რომ კვარაცხელია თამაშს გამოტოვებდა კუნთის პრობლემის გამო. კვერნაძე კი შეცვლაზე შევიდა, 67-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:2 იყო. ახალგაზრდა ქართველი ფლანგიდან თამაშში აქტიურად ჩაერთო, მონდომებული იყო, თუმცა ამან მაინც არ უშველა. სტუმართაგან გოლები პოლიტანომ და ორჯერ ოსიმენმა გაიტანეს.

კვერნაძის დებიუტი დადებიტად შეფასდა ადგილობრივ მედიაში. მას 6 ქულა დაუწერეს და მოკლე შეფასებაც მიუწერეს: “მოედანზე თავდაჯერებული და შიშის გარეშე შევიდა, კარგი დებიუტი”);”.

„ფროზინონეს“ მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომაც შეაფასა კვერნაძის დებიუტი:
„გიორგის ცოტა დრო ჰქონდა. ნიჭი აქვს, თუმცა უნდა ისწავლოს გუნდთან ერთად თამაში და არა მარტო საკუთარი თავისთვის.
რამდენჯერმე დრიბლინგი სცადა და ეს კარგია, მაგრამ ზოგჯერ არ არის ეს საჭირო და ეს უნდა გაიგოს. ჰქონდა მომენტი, როდესაც საკუთარ ჭკუაზე მოინდომა თამაში. მან უნდა ისწავლოს გუნდთან ერთად თამაში“.

ჩემპიონშიფის მესამე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ გასვლაზე „სტოკთან“ 0:1 დამარცხდა.
ჩაკვეტაძე 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და აქტიურად ჩაერთო თამაშში. ჩვენიანს ეუხეშებოდნენ და მეტოქეს ყვითელი ბარათიც მიაღებინა. ჩაკვეტაძის პასით ასპრილიას ანგარიშის გათანაბრება შეეძლო. 79-ე წუთზე გიორგი საჯარიმოში წააქციეს, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა.
„უოტფორდს“ 4 ქულა აქვს და 27 აგვისტოს „ბლექბერნს“ უმასპინძლებს.

ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონატის მე-4 ტურში ლუშტენაუს „აუსტრიას“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა.
ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს.
„შტურმი“ 4 ტურის შემდეგ 10 ქულით ლიდერია, თუმცა „ზალცბურგს“ (9 ქულა) ტურის მატჩი გასამართი აქვს.
სერია B-ში „კრემონეზე“ შინ 0:0 ითამაშა „კატანძაროსთან“. სამწუხაროდ, ლუკა ლოჩოშვილი სათადარიგო იყო.

საუდის არაბეთში შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების მცველმა საბა კვირკველიამ, რომლის „ალ ახდუდი“ შინ 1:3 დამარცხდა „ალ ფათეჰთან“. ჩვენიანის შეფასება 6.4-ია.

მეორე ბუნდესლიგაში „კარლსრუემ“ გასვლაზე წააგო „ვეენთან“ 0:1. ბუდუ ზივზივაძე 56-ე წუთიდან ჩაერთო თამაში და 6.1 შეფასება მიიღო.

მოსკოვის „დინამოში“ არ ათამაშეს გაქართველებული ფეხბურთელები. „დინამომ“ ცსკა-ს 2:1 მოუგო, ამაში ჩვენების წვლილი თითქმის არ არის – საბა საზონოვმა 88-ე წუთიდან ითამაშა, ლუკა გაგნიძე კი სათადარიგო იყო.

ლა ლიგა 2-ში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ სეზონში პირველად მოიგო, შინ „ბურგოსთან” 3:2.
ქართველი ნახევარმცველი სათადარიგო იყო და 68-ე წუთზე შეუშვეს.

დაბოლოს, სანდრო ალთუნაშვილი ავსტრიის ჩემპიონატის მე-2 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. „ვოლფსბერგერის“ ქართველი ფეხბურთელი თერთმეტეულში Sofascore-მა შეიყვანა.
„ვოლფსბერგერმა“ ლუშტენაუს „აუსტრიას“ უმასპინძლა – 1:1. ჩვენიანს პორტალმა ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება დაუწერა – 7.8.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველომ აშშ-საც რეკორდულად მოუგო: ამ თამაშმა ერთი დიდი პოზიტივი დაგვანახა

ქალური მსოფლიო ესპანურია: ესპანეთი პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი