in

ბევრად უკეთ: საქართველომ უნგრეთს ბრძოლა გაუმართა

ხორვატიაში მიმდინარე წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, უნგრეთს შეხვდა და 11:15 დამარცხდა.

იტალიასთან პირველი მატჩისგან განსხვავებით (5:22), უნდა ითქვას, რომ ჩვენმა გუნდმა ბევრად უკეთ ითამაშა და ტიტულიანი მეტოქე გვარიანადაც ანერვიულა. ჩვენებმა მესამე პერიოდი მოიგეს, სხვაობა ორ ბურთამდეც დაიყვანეს და მეტოქეს მწვრთნელს წუთშესვენების აღებაც მოუხდა. მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ გადამწყვეტ ეპიზოდებში გამოცდილებამ მაინც თავი იჩინა და თან ცოტა მსაჯებმაც ხელი წააშველეს უნგრელებს. მოკლედ, ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა, მეკარე რაზმაძე საოცარ ბურთებს იღებდა, დაცვაში მთელ რიგ შემთხვევებში კარგად ვიდექით, ცოტა რამ შეტევაშიც გამოგვივიდა და უნიათო პირველი შეხვედრის შემდეგ, საქართველომ ქებაც დაიმსახურა და იმედიც გააჩინა, რომ მოუგებელი არ დაბრუნდება შინ.

საქართველო – უნგრეთი 11:15 (2:5, 3:4, 6:4, 0:2)

საქართველო: რაზმაძე, ახვლედიანი (3), დადვანი (1), შუშიაშვილი, ბითაძე (1), ელაჩა, ჯახაია, ძიხწიარენკა, იმნაიშვილი (1), მაგრაქველიძე (2), ვასიჩი (2), პიეშივაცი (1), კაპანაძე

მესამე ტურში ქართველი წყალბურთელები საბერძნეთს 8 იანვარს შეხვდებიან, შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს 19:50 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ჩვენს ჯგუფში იტალიამ საბერძნეთს მოუგო – 15:8 (4:2, 3:2, 5:2, 3:2).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

2023 წლის სიმბოლური ნაკრები: მესის აქ რაღა უნდა

ვიდეო: შერმადინი MVP და ტენერიფეს ყველა დროის საუკეთესო მომხსნელი გახდა