25 მაისს ლა ლიგა 2-ის 41-ე ტურში “ლევანტემ” გასვლაზე “ბურგოსი” 3:2 დაამარცხა და ოფიციალურად გაირკვა, რომ კლუბი პრიმერა დივიზიონში დაბრუნდა. 26 მაისს გუნდი ვალენსიაში დაბრუნდა და ეს წარმატება გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნა.
“ლევანტეს” ქართველ ნახევარმცველ გიორგი ქოჩორაშვილს, რომელიც ზაფუხლიდან “სპორტინგს” შეუერთდება, მთელი ზეიმის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩვენი ქვეყნის დროშა ჰქონდა შემოხვეული.
“წარმოუდგენელ გრძნობას განვიცდი, მთელი სეზონის განმავლობაში ამ მომენტზე ვფიქრობდი. მწვრთნელი ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ ამ მომენტისთვის დაგვჯერებინა და გუნდშიც ბიჭები ყოველთვის ვლაპარაკობდით როგორი დიდებული იქნებოდა ეს წარმატება. ახლა კი ვცდილობ, რომ ამ მომენტით მაქსიმალურად ბედნიერი ვიყო და ვიზეიმო.
შაბათს კიდევ ერთი მატჩი გვაქვს. მინდა, რომ სეზონი კარგად დავასრულოთ და ამით ჩვენს ფანებს მაქსიმალური სიამოვნება მივანიჭოთ. რა მესიჯს გავუგზავნი ფანებს, რომლებიც აქ არიან და ასევე სახლიდან გვიყურებენ? – მაქსიმალურად ისიამოვნონ ამ მომენტით, რადგან ეს ყოველწლიურად არ ხდება. ბედნიერი იყავით ამ მომენტით და მომავალში, თუ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ისე, როგორც ახლა ვმუშაობთ, შედეგი ყოველთვის იქნება”, – უთხრა ქოჩორაშვილმა À Punt Esports-ის ჟურნალისტ ინმა სეროს.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე სეზონში 25 წლის ქოჩორაშვილმა ვალენსიური კლუბის რიგებში ჯამში 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 6 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings