მას შემდეგ, რაც კრიშტიანო რონალდომ 30 წლის ასაკს მიაღწია, ამან მის შედეგიანობაზე უარყოფითად არ იმოქმედა. მეტიც, უკეთესიც კი გახდა.
Opta-მ შოკისმომგვრელი ინფორმაცია გამოჩხრიკა და აჩვენა, რომ რონალდომ 30 წლის ასაკიდან დღემდე, პორტუგალიის ნაკრებში იმაზე მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე ბევრმა ლეგენდამ მთელი კარიერის განმავლობაში.
კრიშტიანოს 84 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ შემდეგ არიან ნეიმარი (79), პელე (77), კლოზე (71) და კეინი (70). სიაში ასევე მოხვდნენ სუარესი (69), კინი (68), დროგბა (65), რონალდო (62) და იბრაჰიმოვიჩი (62).

GIPHY App Key not set. Please check settings