რამდენიმე კვირის წინ BBC-მა დაწერა, რომ 29 წლის ფეხბურთელი, რომელიც პრემიერ ლიგაში თამაშობს, სექსუალური ძალადობისთვის დააკავეს, ოღონდ ეს მოთამაშე ჩრდილო ლონდონურ გუნდში თამაშობს.
წავიდა განხილვა და შემოკლებულ სიაში 3 „ტოტენჰემისა“ და 3 „არსენალის“ მოთამაშე მოხვდა და როგორც იწერება, ეს მოთამაშე ტომას პარტეია, თუმცა ის ამას უარყოფს.
სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთ სტატიაში რაჰიმ სტერლინგის სურათი მოხვდა, რომელიც არც 29 წლისაა და იმჟამად არც ლონდონურ გუნდში გამოდიოდა.
ამის გამო ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოცემას ოფიციალური ბოდიშის მოხდა მოუწია რაჰიმ სტერლინგისათვის, თუმცა მობოდიშებასაც ცოდნა სჭირდება და ამისათვის „ბბს“-ს ქება ეკუთვნის.
GIPHY App Key not set. Please check settings