in

ბასკების დერბი სოსიედადმა მოიგო და ესპანეთის თასს მესამედ დაეუფლა

სან სებასტიანის „რეალ სოსიედადმა“ ბასკების ქვეყნიდან თავისი მეზობლები – ბილბაოს “ ატლეტიკი“ ესპანეთის თასის ფინალში 1:0 დაამარცხა და 1987 წლის შემდეგ პირველად მოიგო ეს ტურნირი.

ეს ერთადერთი გოლი მატჩის 63-ე წუთზე პენალტით მიკელ ოიარსაბალმა გაიტანა.

„სოსიედადმა“ თასის გათამაშება ისტორიაში მესამედ მოიგო. ბოლოს, როგორც აღვნიშნეთ, 1987 წელს და მანამდე კი შორეულ 1909 წელს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო წლევანდელი გათამაშების ფინალი, არამედ კორონავირუსის პანდემიის გამო გადატანილი გასული ტურნირის, 2019/20 წლების სეზონის ფინალი ახლა ითამაშეს.

საინტერესოა, რომ ბილბაოს „ატლეტიკს“ ორ კვირაში კიდევ ერთი შანსი მიეცემა. 17 აპრილს უკვე წლევანდელი კოპა დელ რეის გათამაშების ფინალი ელის „ბარსელონასთან“. თუმცა გაჩნდა ცნობა, რომ ეს მატჩი შესაძლოა გადაიდოს.

ბილბაო 14 დღეში ესპანეთის თასის ორ ფინალს ითამაშებს

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კაშიას გოლი 11 წლის შემდეგ და გალიდერებული დინამო: ეროვნული ლიგის მიმოხილვა

იტალია დასრულდა? – იუვეს თამაშიც უჭირს და ხელფასებიც (29-ე ტური)