პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) 2021 წლის ბოლო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სეზონი მსოფლიოს 22-ე ჩოგნის რანგში დაასრულა.
29 წლის ბასილაშვილმა მიმდინარე წელი 1 395 ქულით მე-40 ადგილზე დაიწყო, ამდენად, სერიოზული წინსვლა ჰქონდა. ნიკოლოზის პროგრესი დოჰასა და მიუნხენის 250-ათასიანი ტურნირების მოგებით იყი განპირობებული, რასაც ოქტომბერში ინდიან უელსის 1000-იანი მასტერსის ფინალში გასვლა მოჰყვა.
ამჟამად, ნიკას მონაგარი 2 101 ქულაა და ის მცირედით ჩამორჩება ვეტერან ფრანგ ჩოგბურთელ გაელ მონფილსს (35 წელი, 2 158 ქულა), საქართველოს პირველი ჩოგნის უახლოესი მდევარი კი 24 წლის ამერიკელი ტეილორ ფრიცია (2 050).
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი 2019 წლის 27 მაისით თარიღდება, როდესაც მან კლასიფიკაციის მე-16 საფეხურს უწია.
GIPHY App Key not set. Please check settings