in

ბასილაშვილმა ისტორია დაწერა:რუსი ხაჩანოვი დაამარცხა და პირველად გავიდა მასტერსის 1/4 ფინალში

ისტორიული დღე ქართული ჩოგბურთის ისტორიაში.

ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერაში პირველად გავიდა მასტერსის 1/4 ფინალში. ქართველმა ჩოგბურთელმა ინდიან უელსის მასტერსის მერვედფინალურ ეტაპზე რუსი კარენ ხაჩანოვი (რეიტინგის 29-ე ნომერი) ორ სეტში 6:4,7:6 დაამარცხა.

ქართველ ჩოგბურთელს ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა. ნიკამ 4 ეისი მოაწოდა 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ბასილაშვილს პირველ მოწოდებაზე პროცენტული მაჩვენებელი 71, მეორეზე კი, 59 ჰქონდა.ნიკამ 6-დან 3 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. თავად კი, საკუთარი მოწოდება ორჯერ დათმო.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილის ფასი თითქმის გაოთხმაგდა

ზედიზედ მეორედ:შენგელია ევროლიგაზე ტურის საუკეთესოა