„ბარსელონამ“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მალე სამ ახალ ფანშოპს გახსნის და ერთ-ერთი თბილისში იქნება. ეს ისედაც განსაკუთრებული მოვლენაა, მაგრამ იმითაც არის გამორჩეული, რომ „ბარსას“ ქვეყნის გარეთ ოფიციალური მაღაზია აქამდე არ ჰქონია და ჩვენი დედაქალაქი ამ მხრივ პირველია.
სად და როდის?
როგორც „ბარსას“ ოფიციალური საიტი იტყობინება, თბილისური ფილიალის გახსნა 29 მარტსაა დაგეგმილი და ის ქალაქის ისტორიულ ცენტრში განთავსდება.
სულ რამდენიმე დღეში კი „ბარსელონას“ ფანშოპები მიემატება მალაგას პორტში და მალიორკას აეროპორტში.
„ბარსას“ 15 ოფიციალური მაღაზია აქვს ესპანეთის სხვადასხვა ადგილებში.
GIPHY App Key not set. Please check settings