„ბარსელონას“ ფეხბურთელები საშობაო საჩუქრების გარეშე დარჩნენ – პირველად მრავალი წლის განმავლობაში კლუბმა ბიჭებს საჩუქრები არ დაურიგა. ყველაფერში დამნაშავე რთული ეკონომიკური ვითარებაა.
როდესაც კლუბს ყოფილი პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ ხელმძღვანელობდა, საშობაო საჩუქრებს ფეხბურთელებს რეგულარულად ურიგებდნენ. როგორც წესი, რაიმეს ტექნიკიდან ან ელექტროტექნიკიდან, მაგალითად, ბოლო მოდელის აიფონებს ან აიპადებს. გასულ წელს, როდესაც ახალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობდა, ანტუან გრიზმანმა თანაკლუბელებს ფრანგული ლუქს ბრენდის საფულეები ჩამოურიგა.
წელს ფეხბურთელები იმედოვნებდნენ, რომ ტრადიცია აღდგებოდა ახალი პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას მხრიდან, მაგრამ რადგან „ბარსა“ ეკონომიის რეჟიმშია, ასე არ მოხდა.
ისე, ახლა „ბარსელონელები“ ისე თამაშობენ, საჩუქრებს იღებდნენ კი არა, იქით უნდა არიგებდნენ ბოდიშის მოხდის მიზნით.
GIPHY App Key not set. Please check settings