ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრაში “ბარსელონა” გასვლაზე “ინტერთან” 0:1 დამარცხდა.
კატალონიური გუნდის ხელმძღვანელობა მთავარი მსაჯის სლოვემიელი სლავკო ვინჩიჩის შეხვედრის განსჯით უკმაყოფილოა და უეფაში საჩივარს შეიტანს.
“ბლაუგრანას” განსაკუთრებულ უკმაყოფილებას მატჩის ბოლოსკენ ერთ-ერთი საკვანძო ეპიზოდი იწვევს, რომლის Var-ზე გადამოწმების შემდეგ “ინტერის” კარში პენალტი არ დაინიშნა.
მართლაც, ახალ სეზონში არაერთი მსგავსი მომენტი ვნახეთ, როდესაც, თითქოს, პენალტი უნდა დანიშნულიყო, მაგრამ ვარმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო.
GIPHY App Key not set. Please check settings