in

ბარსა, სევილია, იუვენტუსი და ატლეტიკო ევროპა ლიგის გზაზე: მეორე ტურნირის ზეობა?

გუშინდელი ჩემპიონთალიგური საღამოს შემდეგ ბევრი საინტერესო რამ გამოიკვეთა.

პრიველ რიგში, მესამე ადგილოსანი გუნდები, რომლებიც გამოსვლას ევროპა ლიგაზე განაგრძობენ.

დადასტურებით, “ბარსელონა” და “სევილია” გადაინაცვლებენ მეორე ხარისხოვან ტურნირზე, თუმცა ამ მომენტში არსებული ცხრილით: “ატლეტიკო” ; “იუვენტუსი” ; “აიაქსი” და “აინტრახტიც” ევროპა ლიგაზე გადავლენ.

ამ ყველაფერს კი “მანჩესტერ იუნაიტედი” ; “არსენალი” და “რომა” დავუმატოთ.

ჰოდა, სტაჟიან ქომაგს ეხსომება, როცა ჩემპიონთა ლიგას ჩემპიონთა თასი ერქვა და ევროპა ლიგას უეფას თასი – მაშინ, უეფას თასის მოგება უფრო რთულიც კი იყო, რადგან უეფას თასზე გაცილებით მეტი კარგი გუნდი იყრიდა თავს. ჰოდა, საფეხბურთო რომანტიზმის მორიგი თავია თუ ბოლო ტურში გადასხვაფერდება სიტუაცია ვნახოთ…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა 100%-ით ხელშეუხებელია

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგები განაახლა