„იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი გუნდიდან წასვლის შემდეგ შესაძლოა „ბარსელონაში“ აღმოჩნდეს.
Footmercato იუწყება, რომ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე გამართა მოლაპარაკებები 43 წლის გოლკიპერთან. „ბლაუგრანა“ ლეგენდარულ იტალიელ მეკარეს ტერ შტეგენის დუბლიორად განიხილავს.
უბერებელი ბუფონი „იუვენტუსში“ 2001-18 წლებში გამოდიოდა, მერე ერთი სეზონი პარიზში წავიდა, პსჟ-ში და ისევ ტურინში დაბრუნდა.
11 მაისს ჯიჯიმ ოფიციალურად გამოაცხადა ტურინული კლუბიდან წასვლის შესახებ: ის კონტრაქტს აღარ აგრძელებს.
GIPHY App Key not set. Please check settings