in

ბარსა გასულია, პსჟ ახლოსაა – ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალები დასრულდა. მეორე სათამაშო დღეს მოულოდნელი შედეგი აღარ დაფიქსირებულა და მოიგეს მათ, ვისაც უნა მოეგოთ. „ბარსელონა“ ცალი ფეხით უკვე ნახევარფინალშია, დიდი ნაბიჯი გადადგა პსჟ-მაც, რომლის რიგებში ხვიჩა კვარაცხელიამ გაიბრწყინა და პირველ ტაიმში დეუს დიდებულ გოლს მეორე ნახევარში თავადაც არანაკლები ლამაზი გოლი მიაშველა.

პსჟ – ასტონ ვილა 3:1
გოლები: 0:1 როჯერსი (35), 1:1 დუე (39), 2:1 კვარაცხელია (49), 3:1 მენდეში (90+2)

პსჟ-მა ამ სეზონში უკვე დაამარცხა “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული” და “ასტონ ვილა”, რაც მხოლოდ მეოთხე შემთხვევაა, როცა ერთმა გუნდმა, ჩემპიონთა ლიგის ერთსა და იმავე სეზონში, 3 პრემიერლიგური კლუბი დაამარცხა. მანამდე ეს მოახერხეს “ბაიერნმა” (2013/14), “ბარსელონამ” (2018/19) და “რეალმა” (2021/22).

ვიტინია 148 პასით გახდა პსჟ-ს პირველი მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ყველაზე მეტი გადაცემა გააკეთა 2003/04 (როცა OPTA-მ დაიწყო აღრიცხვა) წლების სეზონის შემდეგ.

პსჟ-მა ამ სეზონში მეშვიდედ მოიგო მატჩი, რომელშიც პირველმა გაუშვა გოლი (მათ შორის 6 – ამ გამარჯვებიდან 2025 წელზე მოდის), რითაც გაიმეორა თავისივე 1985/86 და 2003/04 წლების რეკორდი.

ბარსელონა – დორტმუნდი 4:0
გოლები: 1:0 რაფინია (25), 2:0 ლევანდოვსკი (48), 3:0 ლევანდოვსკი (66), 4:0 იამალი (77)

„ბარსელონა“ 2025 წელს დაუმარცხებელია – 19 მოგება და 4 ფრე.

რობერტ ლევანდოვსკის “დორტმუნდის” (მისი ყოფილი გუნდის) კარში 29 გოლი (28 მატჩში) აქვს გატანილი ყველა ტურნირის ჩათვლით, რაც მისი საუკეთესო მაჩვენებელია ნებისმიერი სხვა გუნდის კარში გატანილ გოლებთან შედარებით.

რობერტ ლევანდოვსკი გახდა პირველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ვინც 3 სხვადასხვა გუნდის (“დორტმუნდი”, “ბაიერნი”, “ბარსელონა”) მაისურით ერთ სეზონში 10 გოლი გაიტანა.

რაფინია (“ბარსელონა”) პირველი მოთამაშეა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელსაც ერთ სეზონში 10-ზე მეტი გოლსა და 5-ზე მეტ საგოლე გადაცემას (12 გოლი, 7 “ასისტი”) მოუყარა თავი. ამასთან, ერთ სეზონში 19 გოლში მონაწილეობა “ბარსელონას” ფეხბურთელისთვის ლეო მესის რეკორდის (2011/12 წლების სეზონი) გამეორებაა.

2025 წელს “ბარსელონა” ყველა ტურნირზე დაუმარცხებელია 23 მატჩში (19 მოგება, 4 ფრე), რაც მათი საუკეთესო სერიაა კლუბის ისტორიაში. წინა რეკორდი (2016 წელი) შეადგენდა 22 მატჩს, 19 მოგებასა და 3 ფრეს.

პაუ კუბარსი (18 წლის და 77 დღის) გახდა ყველაზე ახალგაზრდა მცველი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც საგოლე გადაცემა გააკეთა. მან დაამხო ვინსენ კომპანიას (18 წლის და 193 დღის) რეკორდი, რომელიც 2004 წელს “ანდერლეხტში” ყოფნისას დაამყარა.

განმეორებითი მატჩები 15 აპრილს ჩატარდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას სუპერგოლი: კვარამ პსჟ-ს მოაგებინა და საუკეთესო ფეხბურთელია

კვარაცხელია ყველაფერია: ლუის ენრიკე ხვიჩათი აღფრთოვანებულია