ლა ლიგამ საინვესტიციო ფონდს CVC ლიგაში წილი მიყიდა.
შეთანხმების ფარგლებში შეიქმნება ახალი კომპანია, რომელშიც CVC 10%-ის მფლობელი იქნება. ამისთვის ფონდი 2,7 მილიარდ ევროს გადაიხდის და ეს თანხა კლუბების განვითარებას მოხმარდება.
კონტრაქტის მიხედვით, ლა ლიგას ღირებულება 24,25 მილიარდ ევროდ შეფასდა.
ლიგაში აღნიშნავენ, რომ 2,7 მილიარდი დოლარიდან 90% კლუბებს მოხმარდება,”ბარსა” – 270 მილიონ ევროს მიიღებს, „რეალი“ – 261 მილიონს.
თანხა კლუბების სპორტული მიღწევების გათვალისწინებით გადანაწილდება.
ინვესტიციის 15% შესაძლოა ტრანსფერებზე ან ფეხბურთელთა კონტრაქტების განახლებაზე დაიხარჯოს. დანარჩენი ფული კი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს, იქნება ეს სტადიონები თუ სამწვრთნელო ბაზები.
in ფეხბურთი
GIPHY App Key not set. Please check settings