in

ბარსას კვარაცხელია არ შეუძლია: რატომ ამბობს ხვიჩა ბარსელონაზე უარს

„ბარსელონას“ ამბავი ბოლო პერიოდში ვერ მიდის კარგად. გუნდმა თამაში დაკარგა, ახლახან ესპანეთის თასიდანაც გავარდა და კლუბის ხელმძღვანელობას კომენტარის გაკეთება მოუწია მთავარი მწვრთნელის შესაძლო დათხოვნაზე.

ჩავის არ გაუშვებენ თასიდან გავარდნის გამო, ის დარჩება, სანამ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაშია და ორი ტროფეის მოგების შანსს ინარჩუნებს.

ჩემპიონთა ლიგაზე კი „ბარსელონას“ მეტოქე 1/8 ფინალში „ნაპოლია“ და ამის გამო მისი ამბები ჩვენთვის ორმაგად საინტერესო ხდება. თუმცა ახლა „ბარსა“ სხვა მხრივაც დაუკავშირეს ხვიჩა კვარაცხელიას.

ცნობილ ესპანურ გამოცემა El Nacional-ში წერია, რომ „ბარსელონა“ ორ მოთამაშეს უმიზნებს. ერთია „ბაიერნის“ ნახევარმცველი ჯოშია კიმიხი და მეორე „ნაპოლის“ შემტევი
ხვიჩა კვარაცხელია. თუმცა კატალონიელებს ეს ტრანსფერები გაუჭირდებათ.

სტატიის სათაურში პირდაპირ წერია: „ორმა ფეხბურთელმა უარი თქვა „ბარსაში“ თამაშზე, რადგან მათ არ სჯერათ ჩავის: ორი ვარსკვლავი გამორიცხავს კამპ ნოუზე დაშვებას“.

სტატიაში ვკითხულობთ:

„ბარსაში“ ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. გუნდმა არა მხოლოდ უნდა მიიღოს შემოსავალი მოთამაშეების გაყიდვიდან, არამედ უნდა აჩვენოს, რომ არსებობს სტაბილური და ამბიციური პროექტი. დღეს კი ცხადია ვერაფერს დაპირდებიან, რადგან შედეგები აჩვენებს, რომ ისინი ძალიან შორს არიან ყველა ტიტულისგან, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე კონკურენციისგან.

„ბარსა“ სინათლის წლებით დაშორდა სხვა გუნდებს, როგორიცაა „სიტი“, „რეალი“ ან „ბაიერნი“. ზუსტად ტომას ტუხელის გუნდის ფეხბურთელმა კატეგორიულად უარყო „ბარსას“ მაისურის ტარების შესაძლებლობა. ვგულისხმობთ კიმიხს, რომელიც ლაპორტას და დეკოს ერთ-ერთი სამიზნე იყო ზაფხულისთვის.
მას მიაჩნია, რომ „ბარსაში“ წასვლა კარიერაში უკან გადადგმული ნაბიჯია და ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ პრემიერლიგაში მოხვდება.

ზუსტად იგივე ხდება ხვიჩა კვარაცხელიაზეც, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში სწორედ ჩავის ბიჭებისთვის დიდი საფრთხე იქნება. ის „ნაპოლის“ მთავარი ფიგურაა და მიუხედავად იმისა, რომ მისი შედეგიანობა წინა წელთან შედარებით შემცირდა, ის აგრძელებს იმის დემონსტრირებას, რომ აქვს არაჩვეულებრივი ტექნიკური შესაძლებლობები.

22 წლის ასაკში კვარაცხელია „ბარსელონას“ სატრანსფერო სიაში მოხვდა. მეტიც, ხვიჩა ერთ-ერთი ყველაზე სასურველი კანდიდატია. თუმცა ტრანსფერს არა მხოლოდ ფეხბურთელის სურვილი, არამედ სატრანსფერო ფასიც ართულებს. თუ კიმიხი მალე თავისუფალი აგენტი გახდება, კვარაცხელია „ნაპოლისთან“ 2027 წლამდეა დაკავშირებული. ამიტომ მის შესაძენად დიდი ხარჯია საჭირო, ეს კი „ბარსას“ არ შეუძლია“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჰამბურგი საზონოვზე ისევ გადაერთო, თუმცა ჯერ მისი თანაგუნდელი უნდა

რეალმა სიტის გადაასწრო და ყველაზე შემოსავლიანი გახდა