„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
„ბარსას“ აქტივების უარყოფითი სიდიდე 451 მლნ ევროა (ეს ნიშნავს, რომ კლუბის ვალები აღემატება მის ქონებას).
„ხელფასებზე მიდის შემოსავლების 103%. ეს მაჩვენებელი 20-25%-ით მეტია, ვიდრე ჩვენი კონკურენტი კლუბების“, – აცნობა ფუნქციონერმა.
„ბლაუგრანას“ პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „ბარსას“ ვალი 1.35 მილიარდ ევროს შეადგენს. „კლუბის ეკონომიკური მდგომარეობა საგანგაშოა. ფინანსური ვითარება დრამატულია“.
ადრე ლაპორტამ თქვა, რომ „ბარსა“ 2020/21 წლების სეზონის შედეგებით რეკორდულ წაგებას ნახავს – 487 მლნ ევრო, არადა ვარაუდობდნენ, რომ ზარალი 200 მლნ ევრო იქნებოდა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ კლუბი ვალდებული ყოფილ კაპიტანს და სწორედ ფინანსურ ამბებში ვერჩატევის გამო გუნდიდან გაშვებულ ლეო მესის 52 მლნ ევრი უნდა გადაუხადოს.
ლაპორტამ მესიზე საუბრისას კი აღნიშნა:
„დარწმუნებული ვარ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიგვეღო. მესის სიტუაცია დასანანია, მაგრამ აუცილებელი. კლუბი უპირველეს ყოვლისა. თავს საფრთხეში ჩავიგდებდით“.
GIPHY App Key not set. Please check settings