ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მესამე სათამაშო დღეც ჩატარდა. ახალ სეზონში დაუმარცხებელმა „ბარსელონამ“ პირველად წააგო. წინა დღეს „ბაიერნის“ გოლებს ალღო აუღო „ბაიერმაც“, კიდევ ერთ გერმანულ გუნდს კი წამებიღა დააკლდა მადრიდიდან ქულა რომ წამოეღო.
ბრესტი – შტურმი 2:1
გოლები: 1:0 მანიეტი (23), 1:1 ფერნანდეში (45+1), 2:1 სიმა (56)
ატლეტიკო – ლაიპციგი 2:1
გოლები: 0:1 შეშკო (4), 1:1 გრიზმანი (28), 2:1 ხიმენესი (90)
“ატლეტიკომ” ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მე-6 საშინაო მატჩი მოიგო, რაც პირველად მოხდა ამ კლუბის ისტორიაში.
ბენიამინ შეშკოს (“ლაიპციგი”) თავური, რომელიც 3:55 წუთზე გავიდა, “ატლეტიკოს” მიერ ჩემპიონთა ლიგაში გაშვებული მესამე ყველაზე ადრეული გოლია, “პორტუსა” (1:21 წუთზე, 2009 წლის დეკემბერში) და “სელტიკის” (3:30 წუთზე, 2023 წლის ოქტომბერში) შემდეგ.
მონაკო – ბარსელონა 2:1
გოლები: 1:0 აკლიუში (16), 1:1 იამალი (28), 2:1 ილენიკენა (71)
“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 26 თამაშიდან 12 წააგო (46.2%), რაც ერთით მეტია ამავე ტურნირში წინა 79 მატჩში წაგებულთან შედარებით (13.9%).
“ბარსას” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 მატჩში 1 მოგება აქვს გასვლაზე.
ლამინ იამალი “ბარსელონას” მე-13 თინეიჯერია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში გოლი გაიტანა. მხოლოდ “აიაქსს” ჰყავს უფრო მეტი – 14.
ლამინ იამალმა, რომელმაც “ბარსელონას” მაისურით პირველად გაიტანა გოლი ზედიზედ ორ მატჩში (სულ 57 თამაშში), ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა (17 წლის და 68 დღის) მეგოლე. პირველზეც ბარსელონელია – ანსუ ფატი (17 წლის და 40 დღის).
მაისის დასაწყისიდან 21 მატჩში იამალის ანგარიშზე 6 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.
ატალანტა – არსენალი 0:0
დავიდ რაიამ, “არსენალის” შემადგენლობაში, ბოლო 8 პენალტიდან (პენალტების სერიის ჩათვლით) 4 დარტყმა მოიგერია ყველა ტურნირის ჩათვლით.
ცრვენა ზვეზდა – ბენფიკა 1:2
გოლები: 0:1 აქთიურქოგლუ (9), 0:2 ქოქჩიუ (29), 1:2 მილსონი (86)
მხოლოდ სამ ფეხბურთელს (რაიან გიგზი, კრიშტიანო რონალდო, ლიონელ მესი) აქვს უფრო მეტი საგოლე გადაცემა ჩემპიონთა ლიგაში, ვიდრე ანხელ დი მარიას (“ბენფიკა”), ასევე დევიდ ბექჰემს. ორივეს – 36 “ასისტი” 107 მატჩში.
ფეიენოორდი – ლევერკუზენი 0:4
გოლები: 0:1 ვირტცი (5), 0:2 გრიმალდო (30), 0:3 ვირტცი (36), 0:4 ველენროიტერი (44-საკ. კარში)
ფლორიან ვირტცი (“ლევერკუზენი”) პირველი გერმანელი ფეხბურთელია, რომელმაც 2 (ან მეტი) გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაში თავის სადებიუტო მატჩში.
GIPHY App Key not set. Please check settings