in

ბარსამ რაფინია წარადგინა. დღის მთავარი სატრანსფერო სიახლეები

კატალონიის „ბარსელონამ“ რაფინიას ტრანსფერი დახურა. „ლიდს იუნაიტედი“ 24 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ 65 მილიონ ევროს მიიღებს. ტრანსფერი, რომლის შესახებაც ერთი თვის განმავლობაში იწერებოდა, გუშინ დაიხურა. რაფინიამ გუნდთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კალიდუ კულიბალი „ჩელსის“ უახლოვდება. „ნაპოლი“ 30 წლის სენეგალელის სანაცვლოდ ყოველწელს 150 მილიონს ითხოვდა, მაგრამ ლონდონური გრანდი მცველს 40 მილიონი დოლარის სანაცვლოდ შეიძენს. ბოლო კვირაში ეს უკვე მეორე ხმაურინი ტრასნფერია ჩელსისთვის. რამდენიმე დღის წინ გუნდმა რაჰიმ სტერლინგი, 45 მილიონ გირვანქად შეიძინა და ნათან აკეზე საუბარი კვლავ გრძელდება.

„მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „აიაქს“ შორის ლისანდრო მარტინესის შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება. ფაბრიციო რომანოს ცნობით, ტრანსფერი დასკვნით ფაზაში შედის და მარტინესი „მანჩესტერს“ 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება.

ლონდონის „ჩელსი“ გაჩერებას არ აპირებს. სტერლინგისა და კულიბალის შემდეგ ჯერი სერჟ გნაბრიზე მიდგა. რაფინიას „ბარსაში“ ტრასნფერმა კი მოვლენები დააჩქარა, რადგან ბრაზილიელი ლონდონელთა სამიზნე იყო. გნაბრისა და „ბაიერნს“ შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები წარუმატებლად მიმდინარეობს და „ჩელსიმ“ მის შესახებ მოკვლევა დაიწყო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვის ჰყავს ფანი ჩვენისთანა: სად დადის ხალხი სტადიონზე – ევროპის საუკეთესო დასწრება

ბოლო წუთების სენი: სლოვანმა ზღაპარში მოიგო